მიმდინარე წლის 20-22 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს სტუმრობდნენ ერამუს +-ის პროექტ ,,კურიკულუმის რეფორმა სამოქალაქო განათლებისა და დემოკრატიის პრინციპების ხელშეწყობისათვის მასწავლებელთა მომზადების პროგრამებში ისრაელსა და საქართველოში“ მონიტორინგის ჯგუფის წევრები -კენტერბერის ქრისტიანული ეკლესიის უნივერსიტეტის პროფესორები ლინდენ ვესტი და ალან ბეინბრიჯი, ასევე პროექტის გარე დამკვირვებელი მი ფონგ ლი.