განათლება დემოკრატიული მოქალაქეობისთვის

მოქალაქეობა საქართველოს სკოლებში: გამოწვევები და განვითარების გზები
განათლება დემოკრატიული მოქალაქეობისათვის

კვლევის ჯგუფი

საპროექტო კვლევის ძირითად შემსრულებლებად საკმარისად მივიჩნიეთ ხუთი მკვლევარის ერთობლივი მუშაობა. პროექტის წევრები კარგად ერკვევიან საკვლევად აღებული პრობლემის არსში.  აქვთ შეთანხმებულად მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.

პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი –  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი დავით მალაზონია

პროექტის კოორდინატორი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი შორენა მაღლაკელიძე

პროექტის ძირითადი პერსნონალი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი სოფიკო ლობჟანიძე

პროექტის ძირითადი პერსონალი – ილიას სახელწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ნინო ჭიაბრიშვილი

პროექტის ძირითადი პერსონალი – დოქტორანტი ნათია ნაცლიშვილი

დამატებითი ინფორმაცია პროექტის წევრების შესახებ

    პროექტის ხელმძღვანელის, განათლების მეცნიერებების მიმართულებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, დავით მალაზონიას კვლევის სფეროებია: ინტერკულტურული განათლება, მოქალაქეობრივი განათლება, საზოგადოებრივ მეცნიერებათა სწავლების დიდაქტიკა და საქართველოს ისტორია.

 დავით მალაზონიამ 1998 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, ხოლო 2002 წელს სადოქტორო დისერტაცია. 2004 წლიდან არის უნივერსიტეტის პროფესორი. მას გამოქვეყნებული აქვს 40-მდე სამეცნიერო სტატია, მონოგრაფიები და ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოები. 2012-2015 წლებში მონაწილეობდა ევროკავშირის ტემპუსის საგრანტო პროექტში „კურიკულუმის რეფორმის საერთაშორისო მოდელის განვითარება მულტიკულტურული განათლებისა და კულტურული მრავალფეროვნების ტრენინგი“ (N 530175-TEMPUS-1-2012-1-IL-TEMPUS-JPGR). პროექტის ფარგლებში დავით მალაზონიას მონაწილეობით შეიქმნა ახალი საუნივერსიტეტო კურსები: იმტერკულტურული განათლების პედაგოგიური მიდგომები, საქართველოს კულტურული მრავალფეროვნება და ადამიანის უფლებათა სწავლება. ეს კურსები იკითხება უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო დონეებზე. პროექტის ფარგლებში ის ასევე მონაწილეობდა საერთაშორისო კონფერენციებსა და ტრენინგებში.

დავით მალაზონია ამჟამად, არის Erasmus+ (EAC/A04/2015) პროექტის „კურიკულუმის რეფორმა სამოქალაქო განათლებისა და დემოკრატიული პრინციპების ხელშეწყობისთვის ისრაელსა და საქართველოში“მკვლევარი. პროექტის მონაწილეებთან ერთად მან შეიმუშავა სასწავლო კური და მოამზადა სახელმძღვანელო. ასევე მონაწილეობს მასწავლებელთა ტრენინგებში და საერთაშორისო სემინარებში.

2014-2017 წლებში დავით მალაზონია იყო შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული ფუნდამენტური კვლევის “ინტერკულტურული განათლება: პრობლემები, მათი ანალიზი და განვითარების პერსპექტივები საქართველოში” სამეცნიერო ხელმძღვანელი. საპროექტო კვლევის შედეგად: (1) განისაზღვრა განსხვავებული კულტურული იდენტობის მქონე ჯგუფებს შორის ინტერაქციის არსებული დონე/მასშტაბები;  მოხდა ინტერკულტურული ურთიერთობების პრობლემურ მხარეთა იდენტიფიცირება, პრობლემათა ანალიზის საფუძველზე გამოვკვეთეთ მათი არსებობის წინაპირობები; (2) განისაზღვრა ინტერკულტურული განათლების დონე მოსწავლეებში; შესწავლილ იქნა ინტერკულტურული განათლების დეფიციტის განმაპირობებელი ფაქტორები (დიდაქტიკური,  კულტურული, სოციალური); დადგინდა ამ ფაქტორების გავლენის კოეფიციენტები მოსწავლეთა ინტერკულტურული განათლებისა და კულტურული მრავალფეროვნების აღქმის ხარისხზე; (3) განისაზღვრა, თუ რა გავლენას ახდენს ინტერკულტურული განათლებისა და საზოგადოების კულტურული მრავალფეროვნების აღქმის არსებული დონე განსხვავებული იდენტობის მქონე ჯგუფების სამოქალაქო ინტეგრაციის ხარისხზე.

ბოლო სამი წლის განმავლობაში, სკოპუსისა და ებსკოს სამეცნიერო ბაზების მაღალრეიტინგულ ჟურნალებში, დავით მალაზონიამ, თანაავტორებთან ერთად, გამოაქვეყნა სტატიები: 1. „Education in Multicultural Environment – Teaching/Learning Support Activities (On the Example of Georgia)“ (Intercultural Education“ . Routledge,  2017); 2. „Factors of students’ intercultural competence development in the context of Georgia“ (“Cogent Education”, 2017);  3. „Multicultural education and holistic transformation of school system“ (Human Sciences Monograph Series N 19. Sudbury, Ontario, Canada. 2017); 4. „Modern society cooperation and partnerships“ (2016); 5. „Aspects of intercultural education at the primary level of Georgian general education school“ (ERIC. 2015). დავით მალაზონიას, ამავე სამეცნიერო ბაზებში გამოქვეყნებული აქვს სტატიები ბუნებისმეტყველების (ქიმიის) ისტორიის შესახებ.

თანაავტორებთან ერთად, ბოლო სამი წლის განმავლობაში, დავით მალაზონიას გამოქვეყნებული აქვს: მონოგრაფია „ინტერკულტურული განათლება. პრობლემები, მათი ანალიზი და განვითარების პერსპექტივები საქართველოში“ (2017); სახელმძღვანელოები: „ინტერკულტურული განათლების გზამკვლევი“ (2016) და „სამოქალაქო განათლება და დემოკრატია საქართველოში“ (2018).

ბოლო წლებში დავით მალაზონიას მონაწილეობა აქვს მიღებული განათლების პრობლემებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციებში, სიმპოზიუმებსა და საერთაშორისო ტრენინგებში: Supporting democratic school culture in Eastern Partnership countrie” (France,Strasbourg); Modern society cooperation and partnerships (Poland, Warsaw); Competencies for Democratic Culture in School Practice (Georgia, Tbilisi) და სხვ.

დავით მალაზონია არის შპს თანამედროვე განათლების აკადემიის დირექტორი. ის 25 წელია უწყვეტად მუშაობს სკოლაში. ასწავლის ისტორიასა და სამოქალაქო განათლებას. არის წამყვანი მასწავლებელი და მიღებული აქვს არაერთი ჯილდო (მათ შორის, წლის საუკეთესო ისტორიის მასწავლებელი, 1999 წ.), არის საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, სკოლების ავტორიზაციის სახელმწიფო საბჭოს წევრი, სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების საბჭოს წევრი და ა.შ.

 

პროფესორ შორენა მაღლაკელიძეს საკმაო გამოცდილება აქვს განათლების ეკონომიკისა და მართვის სფეროში კვლევითი მუშაობისა. იგი იყო შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის  პროექტების: სკოლის მართვა: პრობლემების ანალიზი და მათი გადაჭრის გზები(2006-2009), სკოლის დაფინანსება: პრობლემების ანალიზი და მათი გადაჭრის გზები (2010-1012,  და ზოგად განათლებაზე გაწეული ხარჯები და სწავლის შედეგები დანახარჯი-ეფექტიანობის ანალიზის გამოყენებით (2013-2015) ხელმძღვანელი. პროექტის – ინტერკულტურული განათლება: პრობლემები, მათი ანალიზი და განვითარების პერსპექტივები საქართველოში(2014-2017) მკვლევარი და ფინანსური მენეჯერი. მისი ხელმძღვანელობით მომზადდა და გამოიცა ორი მონოგრაფია (პროექტების მიხედვით, ქართულ ენაზე). გარდა აღნიშნულისა, მისი მონაწილეობთ მომზადდა და გამოიცა მონოგრაფია – ინტერკულტურული განათლება: პრობლემები, მათი ანალიზი და განვითარების პერსპექტივები საქართველოში და გზამკვლევი. ასევე გამოქვეყნდა სტატიები, როგორს საერთაშორისო რეფერირებულ ჟურნალებში ასევე სხვა გამოცემებში. ამჟამად (2016-2019 წლებში) არის – Erasmus+ EAC/A04/2015, პროექტის: “Curriculum Reform for Promoting Civic Education and Democratic Principles in  Israel and in Georgia” -მკვლევარი და კოორდინატორი საქართველოს მხრიდან.

 

სოფიკო ლობჟანიძე – პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი განათლების მეცნიერებების მიმართულებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, განათლების სკოლის ხელმძღვანელი. მისი კვლევის ინტერესებია: პედაგოგიკის ისტორია და თეორია, პედაგოგიური ანთროპოლოგია, სასკოლო პედაგოგიკა, სწავლების მეთოდოლოგია, პედაგოგიური ეთიკა, ღირებულებითი პედაგოგიკა, ინტერკულტურული და დემოკრატიული განათლება. მას მოპოვებული აქვს ინდივიდუალური კვლევითი გრანტები შვეიცარიისა და გერმანიის წამყვან უნივერსიტეტებში. იგი მონაწილეობდა და მონაწილეობს ადგილობრივ და საერთაშორისო კვლევით პროექტებში, როგორც მკვლევარი და ექსპერტი. იგი ჩართული იყო  TEMPUS-ის პროექტში „კურიკულუმის რეფორმის საერთაშორისო მოდელის განვითარება მულტიკულტურული განათლებისა და კულტურული მრავალფეროვნების ტრენინგში“ (DOIT),  როგორც მკვლევარი. იგი, როგორც მკვლევარი, ამჟამადაც ჩართულია ერაზმუს+ის სამ პროექტში: „შეფასების ინსტრუმენტები უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ახლებური სასწავლო გარემოს ჩამოსაყალიბებლად“ (ASSET); „ცვლილება საკლასო ოთახში: ინოვაციური სწავლებისა და სწავლის წახალისება სტუდენტთა სასწავლო გამოცდილების გასაუმჯობესებლად აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ (PRINTEL); „კურიკულუმის რეფორმა სამოქალაქო განათლებისა და დემოკრატიის პრინციპების ხელშეწყობისთვის ისრაელსა და საქართველოში“ (CURE). იგი, როგორც პრეზენტატორი, მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში. იგი ავტორია ორმოცდაათზე მეტი სტატიის, რამდენიმე სახელმძღვანელოსი და გზამკვლევის. იგი არის  საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომასდგენელი საქართველოში. კერძოდ, კათოლიკური აკადემიური გაცვლის სამსახურისა (KAAD)  და ეკლესიისა და სკოლის ინტერევროპული კომისიის (ICCS) .

სოფიკო ლობჟანიძე ასევე არის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტი. იგი აქტიურად არის ჩართული საქართველოში განათლების პოლიტიკის შემუშავებაში.

 

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორმა ნინო ჭიაბრიშვილმა პედაგოგიკაში სადოქტორო დისერტაცია დაიცვა 1999 წელს. აქვს მდიდარი გამოცდილება მოქალაქეობის სწავლების მეთოდებში ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის სამივე საფეხურზე. ატარებს ტრენინგებს როგორც მომავალი ასევე მოქმედი მასწავლებლებისათვის. იყო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის სახელმძღვანელოს “მე და საზოგადოება” (მოქალაქეობა დაწყებით საფეხურზე) გრიფირების კომისიის წევრი. არის ავტორი მრავალი სტატიისა და რამდენიმე სახელმძღვანელოსი. 2012-2015 წლებში იყო ევროკავშირის ტემპუსის საგრანტო პროექტის „კურიკულუმის რეფორმის საერთაშორისო მოდელის განვითარება მულტიკულტურული განათლებისა და კულტურული მრავალფეროვნების ტრენინგი“ კოორდინატორი და მკვლევარი, ხოლო 2014-2017 წლებში შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “ინტერკულტურული განათლება: პრობლემები, მათი ანალიზი და განვითარების პერსპექტივები საქართველოში” მკვლევარი. 2013 წლიდან დღემდე შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში სამოქალაქო განათლების მასწავლებელთა კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდის სააპელაციო კომისიის წევრი და შემდეგ თავმჯდომარეა.

 

დოქტორანტი ნათია ნაცვლიშვილი ახორციელებს სადოქტორო კვლევას ”დემოკრატიული კულტურის კომპეტენციები საქართველოსა და პოსტსაბჭოთა სივრცეში”. ნ. ნაცვლიშვილი არის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დემოკრატიული კულტურისა და ადამიანის უფლებების სწავლების პროგრამის მენეჯერი და ევროპის საბჭოს დემოკრატიული მოქალაქეობისათვის განათლებისა და ადამიანის უფლებების სწავლების ეროვნული კოორდინატორი საქართველოში, რაც ხელს შეუწყობს პროექტის ფარგლებში მიმდინარე პროცესის გაცნობას ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნებისათვის. ამასთანავე, ნათია ნაცვლიშვილი არის ევროპის საბჭოს განათლების პოლიტიკის მრჩეველთა საბჭოს წევრი (EPAN), ძირითადი ექსპერტის სტატუსით.