განათლება დემოკრატიული მოქალაქეობისთვის

მოქალაქეობა საქართველოს სკოლებში: გამოწვევები და განვითარების გზები
განათლება დემოკრატიული მოქალაქეობისათვის
Previous slide
Next slide

ორგანიზაციები

ადგილობრივ და საერთაშორისო დონეებზე პარტნიორობას გვიწევს აშშ-ში დაფუძნებული ორგანიზაცია PH International  და მისი ქართული წარმომადგენლობა – „მომავლის თაობა“.  PH International-მა, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)ხელშეწყობით, 2010 წლიდან საქართველოს 1000-ზე მეტ სკოლაში განახორციელა მოქალაქეობრივი განათლების მხარდამჭერი პროექტები. ამჟამად PH International-ი მოქალაქეობრივი განათლების პროექტებს ახორციელებს საქართველოს 230 სკოლაში. პარტნიორობის ფარგლებში PH International-იგაგვიზიარებს დემოკრატიული მოქალაქეობის სწავლებასთან დაკავშირებულ გამოცდილებას; ხელს შეგვიწყობს თავისივე პროგრამებში ჩართულ ადგილობრივ სკოლებთან კავშირის განმტკიცებაში; საპროექტო კვლევის ფარგლებში შემუშავებული პედაგოგიური მიდგომების პილოტირებასა და იმპლემენტაციაში; ადგილობრივ და საერთაშორისო საგანმანათლებლო საზოგადოებებში პროექტის შედეგების გავრცელებაში.

Partner Organization

პარტნიორი ორგანიზაცია

 

ადგილობრივ დონეზე ვთანამშრომლებთ:

ა) განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სამსახურებთან (”მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი” და სხვ), რათა მივიღოთ მონაცემები სკოლების სტატუსის, მოსწავლეთა კონტინგენტის, ტრენინგების და სხვათა შესახებ, რაც დაგვეხმარება რაოდენობრივი, თვისებრივი და პრაქტიკის კვლევის პროცესში.

ბ) უნივერსიტეტის განათლების სკოლა თანამშრომლობს 60-ზე მეტ სხვადასხვა ტიპის სკოლასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმით განსაზღვრული პირობებით. აღნიშნული სკოლები წარმოადგენენ მნიშვნელოვან რესურსს პროექტით გათვალისწინებული კვლევითი კომპონენტების განსახორციელებლად.

გ) არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რაც დაგვეხმარება გავეცნოთ მათ მიერ განხორციელებულ პროექტებს, მივიღოთ რეკომენდაციები კვლევის დაგეგმვისა და პედაგოგიური მიდგომების შემუშავების პროცესში დაგავაზიაროთ ჩვენი კვლევის შედეგები და შექმნილი რესურსები.