განათლება დემოკრატიული მოქალაქეობისთვის

მოქალაქეობა საქართველოს სკოლებში: გამოწვევები და განვითარების გზები
განათლება დემოკრატიული მოქალაქეობისათვის

კონფერენციები

1. International Conference Another Brick in the Wall: Transforming Education. Amsterdam (Netherland. 11-15 November. 2019

Title: „The relations of the degree of students’ civic activity and integration to their intercultural competences (case of Georgia)

(Ilia State University, Tbilisi, Georgia. The research is written in the framework of grant project ( Democratic Citizenship in Schools of Georgia: Challenges and Avenues for Development) of Shota Rustaveli National Science Foundation, #FR-18-1887 )

Abstract

The concept of interculturalism is one of the foundations for civic education, as the appreciation and acceptance of diversity are facilitating factors for the civic integration and inclusion of diverse groups.

The objective of this study is to determine the impact of intercultural competences of school students  on their civic activity and integration.

In-depth interviews were used to determine the degree of students’ civic activity and integration; and adapted standardized questionnaire was used to measure their intercultural competences. The correlation analysis helped us to determine the relations of the degree of students’ civic activity and integration to their intercultural competences.

The following trends were revealed as a result of the study:

  1. In schools where the frontal style of teaching is dominating, the development of intercultural attitudes and the integration of different groups are hampered, citizenship awareness is weak.
  2. Students’ knowledge of different cultures and their recognition of diversity are positively correlated with their willingness to engage, appreciate and consider different opinions while making decisions.
  3. Students, who place less importance on school in terms of developing intercultural competences, consider social media and the living environment as the primary sources of civic education.
  4. The scores of students’ intercultural competences in a monocultural setting are low. However, compared to students of Georgian-language schools, the civic activity and integration of students of non-Georgian language schools are markedly weak, due to solitariness of minority communities, a lack of civic identity, little knowledge of the state language and less access to the media.
  5. The intercultural competences of students of monolingual schools in a multicultural environment are significantly higher, which are positively correlated with their levels of civic engagement and identity. This is facilitated by the interaction with diverse groups in the informal environment, the better knowledge of the state language by ethnic minorities, and better access to the media. These competencies are even higher in multilingual urban schools in multicultural environment.

Thus, the degree of intercultural competences is positively correlated with the levels of students’ civic activity and integration, which is revealed in the indicators of teamwork, responsibility, companionship, and participation in classroom initiatives. Students’ intercultural and, accordingly, civic competences, are predominantly influenced by the cultural characteristics of the living and school environments (diversity/sameness). The role of formal education is relatively low in the process of successful civic integration of culturally diverse students.

References:

  1.  Civic Education in the 21st Century. An Analytical and Methodological Global Overview. 2018
  2.  Abdi, A. A., & Richardson, G. (2008). Decolonizing democratic education. Rotterdam, The Netherlands: Sense
  3.  Miner Amy Baird (2013). Democratic Inclusive Educators. . Utah State University Logan, Utah
  4.  Torres Carlos Alberto (1998). Democracy, Education, and Multiculturalism: Dilemmas of Citizenship in a Global World. Rowman & Littlefield Publishers, Inc.
  5.  Competences for Democratic Culture (2016). Council of Europe
  6.  Schulz, Wolfram; Ainley, John; Fraillon, Julian; Losito, Bruno; and Agrusti, Gabriella, “IEA International Civic and Citizenship Education Study 2016 Assessment Framework” (2016). http://research.acer.edu.au/civics/24

 

  Final_Program_Full

 

 

2. საერთაშორისო კონფერენცია საქართველოში – „განათლების თანამედროვე პარადიგმები“. თბილისი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 9 მაისი, 2019 წელი.

მოხსენების სათაური: „დემოკრატიული მოქალაქეობა საქართველოს სკოლებში“

აბსტრაქტი

თანამედროვე სამყაროს გლობალური გამოწვევა დემოკრატიული მოქალაქეობის განვითარებაა. დემოკრატიული მოქალაქეობა მოიცავს ქმედითი უფლებებისა და თავისუფლებების ერთობას, კანონმორჩილებას, დემოკრატიისადმი გარკვეულ ემოციურ მიჯაჭვულობას და დემოკრატიული საზოგადოების აქტიური წევრობისათვის აუცილებელ უნარებს (Valelly, 2017; Crick, 2013).

დემოკრატიული მოქალაქეობის განვითარება საქართველოსთვის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ამოცანაა და გაცხადებულია განათლების პოლიტიკის განმსაზღვრელ დოკუმენტებშიც (ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები, 2004; საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ, 2005; ეროვნული სასწავლო გეგმა, 2011, 2017).

საქართველოში კვლევის აქტუალობას განაპირობებს განათლების საბჭოთა სისტემისგან მემკვიდრეობით მიღებული და შემორჩენილი ავტორიტარიზმი, ცენტრალიზებული მმართველობა და თანამედროვე პედაგოგიური მიდგომების არაჯეროვანი ცოდნა/გამოყენება. სწავლების პრიორიტეტულ ამოცანად პედაგოგთა უმრავლესობა რეცეპტორულ ცოდნას მიიჩნევს, რაც იწვევს მოსწავლეებში კრიტიკული, დამოუკიდებელი და შემოქმედებითი აზროვნების განვითარების შეფერხებას (პირლზის 2006, 2011 და 2018; პიზის 2010; 2017 და სხვ. საერთაშორისო მონაცემები). სწავლების მოძველებული მოდელი ბარიერს ქმნის სასკოლო სივრცეში დემოკრატიული მოქალაქეობის განვითარებისათვის.

პოსტსაბჭოთა საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას ასევე აფერხებს:

  • კულტურული მრავალფეროვნებისადმი არატოლერანტული დამოკიდებულება (Human Right Watch, UNICEF და სხვ.);
  • სამოქალაქო იდენტობისა და მოქალაქეობრივი აქტიურობის დეფიციტი (სუმბაძე ნ., 2013; მალაზონია დ., ჭიაბრიშვილი ნ., მაღლაკელიძე შ., 2017 და სხვ. ).
  • პოსტსაბჭოური საზოგადოებისთვის დამახასიათებელი ეროვნული იდენტობის ფსევდო მარკერების არსებობა და დასავლური დემოკრატიული ღირებულებებისადმი სკეპტიკური დამოკიდებულება (Monitoring results of implementation of the National concept and action plan on tolerance and civil integration, 2014).

განათლებაში დემოკრატიული მოქალაქეობის არსი ეფუძნება სხვადასხვა ქვეყნის მრავალწლიან პრაქტიკულ გამოცდილებას, სამეცნიერო კვლევებსა და საგანმანათლებლო პლატფორმებს. რაც შეეხება საქართველოს, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში დემოკრატიული მოქალაქეობა ნაკლებად არის შესწავლილი. აღნიშნული პრობლემით მეტად ინტერესდებიან და საგანმანათლებლო სივრცეში გარკვეულ აქტივობებს ახორციელებენ არასამთავრობო ორგანიზაციები („სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი“, „მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის“, „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი“, „სამოქალაქო ინიციატივები/მომავლის თაობა“ და სხვ.). არსებობს კვლევები (კვლევა ადამიანის უფლებების სწავლებისა და სასწავლო გარემოს შესახებ ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეში, 2018; „დემოკრატიისა და მოქალაქეობის “შეფასების ანგარიში (USAID), 2013; სამოქალაქო აქტივიზმის მნიშვნელობა საქართველოს სტუდენტებისათვის, 2017; და სხვ.), რომლებშიც პრობლემის ცალკეული სეგმენტებია შესწავლილი და არ იქმნება თანმიმდევრული და კომპლექსური წარმოდგენა სასკოლო სივრცეში მოსწავლეთა დემოკრატიული მოქალაქეობის გენეზის შესახებ.

პროგრამა- სოხუმი, 2019