მოქალაქეობრივი განათლება – სახელმძღვანელო
სახელმძღვანელო – მოქალაქეობრივი განათლება
სახელმძღვანელო განკუთვნილია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალისთვის, მასწავლებლის მომზადების პროგრამების სტუდენტების, მოქალაქეობრივი განათლების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საკითხით დაინტერესებული ფართე საზოგადოებისთვის.
სახელმძღვანელო შედგება ხუთი თავისგან, რომელშიც განხილულია მოქალაქეობრივი განათლების საკანონმდებლო საფუძვლები, მიზანი, შესაძლებლობები, მისი ეფექტურად დანერგვის პედაგოგიური მიდგომები და საუკეთესო პრაქტიკის მაგალითები.
უფრო კონკრეტულად, სახელმძღვანელოში წარმოდგენილია:
კანონები და სხვა სამართლებრივი დოკუმენტაცია, რომელიც საკანონმდებლო დონეზე უზრუნველყოფს მოსწავლეებში დემოკრატიისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ხელშეწყობას; ადამიანის უფლებებისა და მათი დაცვის მექანიზმების გაცნობიერებასა და რეალიზაციას; დემოკრატიისა და აქტიური მოქალაქეობისათვის აუცილებელი კომპეტენციების ფორმირებას; მდგრადი განვითარების კონცეფციის გაცნობიერებასა და დაცვას და სხვ.
მოქალაქეობრივი განათლების კონცეფციები, მეცნიერული თვალსაზრისები, მიზნები, მოდელები და ჩვენს პრაქტიკაში მათი დანერგვის შესაძლებლობები;
სოციო-ემოციური სწავლის ძირითადი პრინციპები, სოციო-ემოციური სწავლის სტრატეგიები და მათი გავლენა მოსწავლეთა მოქალაქეობრივ კომპეტენციებზე;
პრობლემის შემოქმედებითად გადაჭრის უნარების გასავითარებელი რამდენიმე უნივერსალური სტრატეგია, რომელიც ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში წარმოადგენს ინოვაციას და რომელთა გამოყენება შეუძლია ნებისმიერი საგნისა და საფეხურის მასწავლებელს მოსწავლეებში ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებითა და ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მოქალაქებრივი კომპეტენციების განვითარების მიზნით;
მოსწავლეებში მოქალაქეობრივი კომპეტენციების განვითარების ხელშემწყობი სტრატეგიები, მოქალაქეობრივ და ინტერკულტურულ განათლებასთან და ადამიანის უფლებების სწავლასთან დაკავშირებული აქტივობები და მათი განხორციელების ინსტრუქციები;
საზოგადოებრივი საქმიანობის სახეები, მათი განხორციელების ეტაპები, ინსტრუმენტები და რესურსები, რაც დაგვეხმარება შინაარსიანი და სასარგებლო პროექტების განხორციელებაში.