ჩვენს შესახებ
საპროექტო კვლევის – დემოკრატიული მოქალაქეობა საქართველოს სკოლებში: გამოწვევები და განვითარების გზები – მიზანია: ა) საქართველოში მოსწავლეთა დემოკრატიული მოქალაქეობის კომპეტენციების (დმკ) შესწავლა და სკოლის ტიპების (მდებარეობა, სწავლების ენა, სტატუსი, სასკოლო საზოგადოების კულტურული იდენტობები) მიხედვითშედეგების დივერსიფიცირება; ბ) მოსწავლეთა დმკ-სა და მათ მოქალაქეობრივ აქტიურობას შორის კორელაციის დადგენა; გ) სკოლის კულტურის ელემენტების (ურთიერთობის და სწავლების სტილი; სამოქალაქო ჩართულობა/აქტიურობა) ტრანსფორმაციით მოსწავლეთა დმკ-ს განვითარებისა და მოქალაქეობრივი აქტიურობის ხელშემწყობი დიფერენცირებული პედაგოგიური მიდგომების შემუშავება და დანერგვა.
კვლევა განხორციელდება სამ ძირითად ეტაპად.
პირველი ეტაპი – მოსწავლეთა სამიზნე ჯგუფების დმკ და მოქალაქეობრივი აქტიურობა – მოიცავს ოთხ ამოცანას:
- სამაგიდე კვლევის ფარგლებში დემოკრატიული მოქალაქეობის შესახებ საერთაშორისო და ადგილობრივი ნორმატიული დოკუმენტებისა და სამეცნიერო ლიტერატურის შესწავლა, მონაცემთა ბაზის შექმნა და პროექტის ვებ-გვერდზე განთავსება;
- წარმატებული საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით მოსწავლეთა დმკ-ის ავთენტური მოდელის შემუშავება; კვლევის შესაბამისი მეთოდების შერჩევა, ინსტრუმენტების ვალიდაცია; მივლინება საერთაშორისო გამოცდილების გაცნობის მიზნით (Intercultural Institute from Timisoara, რუმინეთი);
- საველე კვლევის შედეგების საფუძველზე სამიზნე ჯგუფებში (დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები) დმკ-ს დადგენა; დმკ-ს განვითარების კოეფიციენტების განსაზღვრა სწავლების საფეხურების და სკოლის ტიპების მიხედვით; კვლევის მონაცემთა ბაზის შექმნა და პროექტის ვებ-გვერდზე განთავსება;
- მოსწავლეთა დმკ-ს და მათი მოქალაქეობრივი აქტიურობის კორელაციის დადგენა; კვლევის შედეგების პრეზენტაცია საერთაშორისო კონფერენციებზე საზღვარგარეთ და საქართველოში.
მეორე ეტაპი – პედაგოგიური მიდგომები – მოიცავს ოთხ ამოცანას:
- მოსწავლეთა დმკ-ს განვითარებისა და მოქალაქეობრივი აქტიურობის ხელშემწყობი სტრატეგიების შემუშავება ფორმალური და არაფორმალური განათლებისთვის; მივლინება საერთაშორისო გამოცდილების გაცნობის მიზნით (The European Wergeland Centre, ოსლო, ნორვეგია); სამეცნიეროსტატიის გამოქვეყნება;
- სტრატეგიების პილოტირება პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ფარგლებში; შედეგების პრეზენტაცია საერთაშორისო კონფერენციებზე საზღვარგარეთ და საქართველოში;
- პილოტირებული სტრატეგიების ადაპტირება და საგანმანათლებლო რესურსების შექმნა;
- შემუშავებული პედაგოგიური მიდგომების ამსახველი სახელმძღვანელოს მომზადება და გამოცემა.
მესამე ეტაპი – კვლევის შედეგების გავრცელება – მოიცავს სამ ამოცანას:
- სამეცნიერო მონოგრაფიის მომზადება და გამოცემა. შედეგების პრეზენტაცია საერთაშორისო კონფერენციაზე საზღვარგარეთ;
- შემაჯამებელი კონფერენციის ჩატარება; სამეცნიერო სტატიის გამოქვეყნება.
პროექტის მოსალოდნელი შედეგები:
- პრობლემის იდენტიფიცირების დონე: ა) თეორიული და პრაქტიკული გამოცდილების საფუძველზე შეიქმნება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის სამივე საფეხურის მოსწავლეთა დმკ-ს ავთენტური მოდელი; ბ) მოდელის საფუძველზე დადგინდება: სამიზნე ჯგუფის დმკ; დმკ-ზე განმსაზღვრული ფაქტორების გავლენის კოეფიციენტები; მოსწავლეთა დმკ-სა და მათი მოქალაქეობრივი აქტიურობის ურთიერთმიმართებები.
- მეთოდოლოგიის იმპლემენტაციის, გავრცელების და შედეგების მონიტორინგის დონე: ა) შემუშავდება მოსწავლეთა დმკ-სა და მოქალაქეობრივი აქტიურობის ხელშემწყობი პედაგოგიური მიდგომები ფორმალური და არაფორმალური განათლებისთვის; ბ) შეიქმნება საგანმანათლებლო ტრენინგ-მოდული; გ) მოხდება ტრენინგის ბენეფიციართა პროფესიული განვითარება; დ) გამოიცემა მეთოდური სახელძღვანელო და კვლევის შედეგების ამსახველი მონოგრაფია; ე) გაიმართება ადგილობრივი კონფერენციები და სამუშაო შეხვედრები.
- კვლევის შედეგების ინტერნაციონალიზაციის დონე: ა) გამოქვეყნდება სტატიები საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალებში; ბ) მოხდება შედეგების გაზიარება საერთაშორისო კონფერენციებზე და განათლების პოლიტიკის ფორუმებზე (policy forum).