პარტნიორები
ადგილობრივ და საერთაშორისო დონეებზე პარტნიორობას გვიწევს აშშ-ში დაფუძნებული ორგანიზაცია PH International და მისი ქართული წარმომადგენლობა – „მომავლის თაობა“. PH International-მა, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)ხელშეწყობით, 2010 წლიდან საქართველოს 1000-ზე მეტ სკოლაში განახორციელა მოქალაქეობრივი განათლების მხარდამჭერი პროექტები. ამჟამად PH International-ი მოქალაქეობრივი განათლების პროექტებს ახორციელებს საქართველოს 230 სკოლაში. პარტნიორობის ფარგლებში PH International-იგაგვიზიარებს დემოკრატიული მოქალაქეობის სწავლებასთან დაკავშირებულ გამოცდილებას; ხელს შეგვიწყობს თავისივე პროგრამებში ჩართულ ადგილობრივ სკოლებთან კავშირის განმტკიცებაში; საპროექტო კვლევის ფარგლებში შემუშავებული პედაგოგიური მიდგომების პილოტირებასა და იმპლემენტაციაში; ადგილობრივ და საერთაშორისო საგანმანათლებლო საზოგადოებებში პროექტის შედეგების გავრცელებაში.